64 x Mediachecker

”პროექტ 64”-ის და ”მედიაჩეკერის” ერთობლივი პოდკასტების სერიები მედიისა და პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებული მსმენელისთვისაა. #1 სეზონში — ”პირველი ნაბიჯები”, ირმა კურტანიძე ესაუბრება მედიის სფეროს პროფესიონალებს, მათი პირველი ნაბიჯების შესახებ: შეცდომებზე, გამოცდილებაზე, წარმატებასა და წარუმატებლობაზე. #2 სეზონში — ”მედიასა და პოლიტიკაზე”, გიორგი გიორგაშვილი საუბრობს მათთან, ვინც ახდენს გავლენას მედიასა და პოლიტიკაზე და საბოლოოდ — ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე საარჩევნო ყუთთან. პოდკასტზე მუშაობენ: ავტორი: ირმა კურტანიძე, გიორგი გიორგაშვილი ხმის რეჟისორი: ტატო ჯინჯიხაძე რედაქტორი: გიორგი გოგუა ვიზუალი: იანა ყორბეზაშვილი, გვანცა კვანტალიანი სოციალური მედია: სალომე ძნელაძე

Listen on:

  • Apple Podcasts
  • Podbean App

Episodes

Friday May 13, 2022

ამ ეპიზოდში გაიცნობთ @Demnagram-ის შემქმნელს და მოდის სახლ “ბალენსიაგას” გუნდის წევრს საბა ბახიას. 
 
 

Tuesday May 10, 2022

ამ ეპიზოდის სტუმარია რეჟისორი თამთა გაბრიჩიძე. მისი ფილმი “სოვდაგარი” Netflix-ზე პირველი და ჯერ ერთადერთი ქართული დოკუმენტური ფილმია. 
“სოვდაგარმა” გაიმარჯვა კანადის Hot Docs-ისა და  Sundance-ის კინოფესტივალებზე. ამ ეპიზოდში თამთა გვიყვება კინოდოკუმენტალისტიკაზე, 1500-ლარიანი ბიუჯეტის ფილმის “ნეტფლიქსამდე” გავლილ გზასა და რჩევებზე, როგორ უნდა მოხვდე კინოფესტივალებზე და რა უნდა გაითვალისწინო თუ დოკუმენტური ფილმის გადაღება გინდა.

Friday May 06, 2022

ამ ეპიზოდის სტუმარია მსოფლიო სპორტში ცნობილი ხმა, სპორტული ჟურნალისტი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინგლისურენოვანი დიქტორი გიორგი ჭანიშვილი.
გიორგი პირველი ქართველი დიქტორია ოლიმპიურ თამაშებზე. ის სხვადასხვა როლით პეკინის, ლონდონის, რიო დე ჟანეიროსა და ტოკიოს ოლიმპიადებზე მუშაობდა.

Wednesday May 04, 2022

ამ ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი მაკა (მარგარიტა) ანთიძე, რომელიც 24 წლის განმავლობაში ახალი ამბების ცნობილ საერთაშორისო სააგენტო  Reuters-ში მუშაობდა და კავკასიის ბიურო ხელმძღვანელი იყო. 

Friday Apr 29, 2022

ამ ეპიზოდში  ჟურნალისტი თემო კიღურაძე კონფლიქტებისა და ომების გაშუქების დროს დაშვებულ შეცდომებსა და გამოცდილებებზე გვიყვება. 
თემოს კარიერის განმავლობაში საერთაშორისო მედიისთვის ავღანეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სირიის საზღვარსა და სხვა ცხელ წერტილებში უმუშავია. 

Tuesday Apr 26, 2022

ამ ეპიზოდში, ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი ნათია ხულუზაური საუბრობს ლონდონში ოფიციანტობიდან — "National Geographic საქართველოს" მთავარ რედაქტორობამდე განვლილ გზაზე, პერფექციონიზმზე, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მუშაობის განსხვავებულ მიდგომებზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ "National Geographic"-ისთვის მუშაობა გსურთ.
ნათია გვიყვება, რომელი შეცდომებიდან ისწავლა და რის მიხედვით არჩევს ადამიანებს, რომლებთანაც ითანამშრომლებს. 

Wednesday Apr 20, 2022

ამ ეპიზოდში “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი და “ნიკოს პოდკასტის” ავტორი ნიკო ნერგაძე გვიყვება პროფესიულ შეცდომებზე, უხერხულ მომენტებზე, რატომ არ უყვარს ვოქსპოპების ჩაწერა და რას ითვალისწინებს სხვების კრიტიკის დროს.

Saturday Apr 16, 2022

ამ ეპიზოდში ნანა გვიყვება ზუგდიდის კორესპონდენტობიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელევიზიის პროდიუსერობამდე გავლილ გზაზე. “ჟურნალისტიკასთან თავის პირველ შეჯახებაზე”,  მიზნის მისაღწევად 290 მცდელობაზე, ბევრ უარზე და თავდაჯერებულობის მნიშვნელობაზე.პოდკასტზე მუშაობენ: ავტორი: ირმა კურტანიძე ხმის რეჟისორი: ტატო ჯინჯიხაძე რედაქტორი: გიორგი გოგუა ვიზუალი: იანა ყორბეზაშვილი, გვანცა კვანტალიანი სოციალური მედია: გიორგი გიორგაშვილი „64-ისა“ და „მედიაჩეკერის“ ერთობლივი პროექტი.

Tuesday Apr 12, 2022

პირველი, საპილოტე ეპიზოდი 2021 წლის ზაფხულში ჩაიწერა. გიორგი გოგუა რატომ აირჩია ჟურნალისტიკა, როგორ „მოკლა ახალი ამბების დღევანდელმა ფორმამ ეს პროფესია“, გამოცდილებას გვიზიარებს ფრილანსერობაზე, ფოტორეპორტიორობაზე, ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიულ რჩევებზე, „ორი თემურის შემთხვევასა“ და იმაზე, თუ რით უნდა დაიწყოთ, თუ ჟურნალისტობა გინდათ.

Copyright Project 64 - 2022 All rights reserved.

Podcast Powered By Podbean

Version: 20240320