პირველი ნაბიჯები
„პირველი ნაბიჯები“ - არის პოდკასტი, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ მოგვიყვებიან. ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე? პოდკასტზე მუშაობენ: ავტორი: ირმა კურტანიძე ხმის რეჟისორი: ტატო ჯინჯიხაძე რედაქტორი: გიორგი გოგუა ვიზუალი: იანა ყორბეზაშვილი, გვანცა კვანტალიანი სოციალური მედია: გიორგი გიორგაშვილი „64-ისა“ და „მედიაჩეკერის“ ერთობლივი პროექტი.
Episodes

Friday Jun 17, 2022
Friday Jun 17, 2022
ამ ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი, პროფესორი და ევრონიუსის ევროპული საბჭოს წევრი მარინა ვაშაყმაძე. მას მედიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 12 წლის განმავლობაში “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა.
მარინა გვიყვება მედიაში თავისი პირველი ნაბიჯების, გამოცდილებისა და პროფესიული გაკვეთილების შესახებ. საუბრობს სტუდენტებზე, ევროპულ, ჟურნალისტურ ღირებულებებსა და რთული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.

Friday May 20, 2022
Friday May 20, 2022
ამ ეპიზოდის სტუმარია POLITICO Europe-ის შტატგარეშე კორესპონდენტი დათო ფარულავა. ის გამოცემისთვის ვიდეო რეპორტაჟებსა და ილუსტრაციებზე მუშაობს. ამავე დროს დათო შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტის სტუდენტია.
ეპიზოდი ჩაწერილია მაშინ, როდესაც დათო POLITICO Europe-ში ჯერ კიდევ სტაჟიორი იყო.

Friday May 13, 2022
Friday May 13, 2022
ამ ეპიზოდში გაიცნობთ @Demnagram-ის შემქმნელს და მოდის სახლ “ბალენსიაგას” გუნდის წევრს საბა ბახიას.

Tuesday May 10, 2022
Tuesday May 10, 2022
ამ ეპიზოდის სტუმარია რეჟისორი თამთა გაბრიჩიძე. მისი ფილმი “სოვდაგარი” Netflix-ზე პირველი და ჯერ ერთადერთი ქართული დოკუმენტური ფილმია.
“სოვდაგარმა” გაიმარჯვა კანადის Hot Docs-ისა და Sundance-ის კინოფესტივალებზე. ამ ეპიზოდში თამთა გვიყვება კინოდოკუმენტალისტიკაზე, 1500-ლარიანი ბიუჯეტის ფილმის “ნეტფლიქსამდე” გავლილ გზასა და რჩევებზე, როგორ უნდა მოხვდე კინოფესტივალებზე და რა უნდა გაითვალისწინო თუ დოკუმენტური ფილმის გადაღება გინდა.

Friday May 06, 2022
Friday May 06, 2022
ამ ეპიზოდის სტუმარია მსოფლიო სპორტში ცნობილი ხმა, სპორტული ჟურნალისტი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინგლისურენოვანი დიქტორი გიორგი ჭანიშვილი.
გიორგი პირველი ქართველი დიქტორია ოლიმპიურ თამაშებზე. ის სხვადასხვა როლით პეკინის, ლონდონის, რიო დე ჟანეიროსა და ტოკიოს ოლიმპიადებზე მუშაობდა.

Wednesday May 04, 2022
Wednesday May 04, 2022
ამ ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი მაკა (მარგარიტა) ანთიძე, რომელიც 24 წლის განმავლობაში ახალი ამბების ცნობილ საერთაშორისო სააგენტო Reuters-ში მუშაობდა და კავკასიის ბიურო ხელმძღვანელი იყო.

Friday Apr 29, 2022
Friday Apr 29, 2022
ამ ეპიზოდში ჟურნალისტი თემო კიღურაძე კონფლიქტებისა და ომების გაშუქების დროს დაშვებულ შეცდომებსა და გამოცდილებებზე გვიყვება.
თემოს კარიერის განმავლობაში საერთაშორისო მედიისთვის ავღანეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სირიის საზღვარსა და სხვა ცხელ წერტილებში უმუშავია.

Tuesday Apr 26, 2022
Tuesday Apr 26, 2022
ამ ეპიზოდში, ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი ნათია ხულუზაური საუბრობს ლონდონში ოფიციანტობიდან — "National Geographic საქართველოს" მთავარ რედაქტორობამდე განვლილ გზაზე, პერფექციონიზმზე, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მუშაობის განსხვავებულ მიდგომებზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ "National Geographic"-ისთვის მუშაობა გსურთ.
ნათია გვიყვება, რომელი შეცდომებიდან ისწავლა და რის მიხედვით არჩევს ადამიანებს, რომლებთანაც ითანამშრომლებს.

Wednesday Apr 20, 2022
Wednesday Apr 20, 2022
ამ ეპიზოდში “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი და “ნიკოს პოდკასტის” ავტორი ნიკო ნერგაძე გვიყვება პროფესიულ შეცდომებზე, უხერხულ მომენტებზე, რატომ არ უყვარს ვოქსპოპების ჩაწერა და რას ითვალისწინებს სხვების კრიტიკის დროს.

Saturday Apr 16, 2022
Saturday Apr 16, 2022
ამ ეპიზოდში ნანა გვიყვება ზუგდიდის კორესპონდენტობიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელევიზიის პროდიუსერობამდე გავლილ გზაზე. “ჟურნალისტიკასთან თავის პირველ შეჯახებაზე”, მიზნის მისაღწევად 290 მცდელობაზე, ბევრ უარზე და თავდაჯერებულობის მნიშვნელობაზე.პოდკასტზე მუშაობენ: ავტორი: ირმა კურტანიძე ხმის რეჟისორი: ტატო ჯინჯიხაძე რედაქტორი: გიორგი გოგუა ვიზუალი: იანა ყორბეზაშვილი, გვანცა კვანტალიანი სოციალური მედია: გიორგი გიორგაშვილი „64-ისა“ და „მედიაჩეკერის“ ერთობლივი პროექტი.